თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო, ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება გადაიდო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო, ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ ნგრევა მოხდა.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები.