დღეს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას 2 სესიად აბარებენ
დღეს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას 2 სესიად აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი.
“იყო დაგვიანების 10 შემთხვევა.
ხვალ აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი – გამოცდებს შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
ბუნებისმეტყველება (I-VI);
მათემატიკა (I-VI); ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI); აზერბაიჯანული ენა; სომხური ენა;
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.