„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა – სუსი უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული, სადაც მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა.
ინფორმაცია “კვირას” სუს-ში დაუდასტურეს.
უწყება უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.
“საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, “ბათუმი მოლში” მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები”, – აღნიშნავენ სუს-ში.