მეუფე იაკობი: ვერაფერს იზამს უცხოეთი – შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„მე მჯერა, პირდაპირ გეტყვით, ვერაფერს იზამს უცხოეთი. შეგვიტევენ, შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას. მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, რისთვის. ჩვენ ხომ არავის ვებრძვით. ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, არავისთვის ცუდი რომ არ გვინდა, მტრებისთვისაც კი არ გვინდა.
მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ასე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარები, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, მათ სიყვარული არ აქვთ. რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, არ იციან, დაივიწყეს. ამიტომ, უსიყვარულობით სისულელეებს ჩადიან. იღებენ რაღაცებს. ჩვენთან იდიოტი თუ არ ხარ, მათი ნათქვამი როგორ უნდა მოგეწონოს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.