მარნეულში მოზარდი დაჭრეს
მარნეულში არასრულწლოვანი დაჭრეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.