,,ქართული ბონის” დაარსებიდან 106 წელი გავიდა

1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში შევიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული #ქართულიბონი, რომელიც დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა 1919-1921 წლებში.

106 წლის წინ დაბეჭდილი ქართული ბონი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ესკიზები მხატვრებმა – იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები “სდრ”.

ქართულ ბონზე ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის ხელმოწერაა დატანილი. აღსანიშნავია, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც ქართული ფულის ნიშნების შექმნის, ისე სახელმწიფო ბანკის დაფუძნების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები