თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, შეინიშნება დადებითი დინამიკა.

საქმეზე გამოძიება ორი – თვითმკვლელობამდე მიყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები