დავით საყვარელიძე ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებაზე: სახლში ჰქონდა გაფორმებული იარაღი და უბრალოდ, სხვა ჩანთაში ჩადო – გამოვრიცხავთ ყველანაირ პოლიტიკურ მოტივს

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას” დაკავების ფაქტს დაკავებულის ნათესავი, რეჟისორი დავით საყვარელიძე გამოეხმაურა.

როგორც საყვარელიძე ,,კურიერთან” საუბრისას აცხადებს, ბიზნესმენს ჩანთები აერია.

მისივე თქმით, ის დაკავების ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

“მიემგზავრებოდა საფრანგეთში. შემთხვევით აღმოჩნდა, რადგან სახლში ჰქონდა გაფორმებული იარაღი და უბრალოდ, სხვა ჩანთაში ჩადო. ეს ძალიან ცუდი დამთხვევაა. თვითონაც ძალიან გაკვირვებული იყო. ჩვენ გამოვრიცხავთ ყველანაირ პოლიტიკურ მოტივს, ოღონდ ამას მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე პირადად”, – აცხადებს დავით საყვარელიძე.

ცნობისთვის,
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები