“მძიმე შემთხვევა არის, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს; გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი გაირკვევა” – შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეს გამოეხმაურა.
“უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევა არის. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ამ შემთხვევის ყველა დეტალი გაირკვევა,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.