გორდულაძე – ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის ინიციატივა “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდმა გაიზიარა
“პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რა თქმა უნდა, გაზიარებული იქნა “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის მიერ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით პრემიერის ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, შესაბამისი ცვლილებები ინიციირებულია ორ ნაწილად.
“ერთი ნაწილი ეხება ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას, რომლის ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება სახელმწიფოს და, ამავდროულად, კერძო, ჩანაცვლებითი თერაპიის საკითხებიც აღარ იქნება შესაძლებელი. შესაბამის პროცესს წარუძღვება მხოლოდ სახელმწიფო.
ამასთან, რიგი ცვლილებებია წარმოდგენილი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, “მარიხუანასთან” და მცენარე კანაფთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. ეს არ ეხება მოხმარების ნაწილს. საკითხი ეხება გამკაცრების კუთხით შეძენა-შენახვას-კულტივაცია-გადაგზავნას”, – აღნიშნა გორდულაძემ.