“თურქულ მხარეს შუამდგომლობა ვთხოვეთ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღონ” – სამხარაძე

“თურქულ მხარეს შუამდგომლობა ვთხოვეთ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

„მათ ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში. ინფორმაცია მივიღეთ იმის თაობაზე, თუ როგორ მიდის მოლაპარაკება ქურთისტანის მუშათა პარტიის დაშლის შემდეგ. ასევე, სირიაში მიმდინარე პროცესებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, რადგან ასადის რეჟიმმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. თურქულ მხარეს შუამდგომლობა ვთხოვეთ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ მათ ეს აღიარება უკან წაიღონ, რის შემდეგაც მზად ვიქნებით, რომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები