ირაკლი ქადაგიშვილი: ჩორჩანას საგუშაგოს მაგივრად, მივიღეთ საოკუპაციო ძალების ხუთი საგუშაგო

„ჩორჩანას საგუშაგოს მაგივრად, მივიღეთ საოკუპაციო ძალების ხუთი საგუშაგო,“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩორჩანას საგუშაგოს მაგივრად, მივიღეთ საოკუპაციო ძალების ხუთი საგუშაგო. გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი, საერთოდ გამორიცხავდა რაიმე რეალურ კონსულტაციას მთავრობისა და პოლიტიკური გუნდის შიგნით. საინტერესოა, გადაწყვეტილებები რა ლოგიკით და ვისთან შეთანხმებით მიიღწეოდა, რადგან ეს ყველაფერი როგორც მატერიალურად, ისე ესკალაციის კუთხით აზიანებდა საქართველოს ინტერესებს,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე, იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები