სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია

სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით Tbilisi Gastro Week – საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალი გაიხსნა.

18-22 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი მიშლენის ვარსკვლავი შეფები და კულინარიული ექსპერტები.

კვირეული აერთიანებს ექსკლუზიური ვახშმობის სერიას და ვორქშოპებს, სადაც თითოეული საღამო ეთმობა მოწვეული და ქართველი შეფის მიერ შექმნილ გამორჩეულ კერძებს.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა – მდგრადი გასტრონომია.

Tbilisi Gastro Week 2025-ის მიზანია საქართველოში მდგრადი გასტრონომიისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და მისთვის ეკოლოგიური, სოციალური და ეთნიკური მნიშვნელობის მინიჭება.

სტუდიო ლიბერთი, Mastercard-თან ერთად ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია.

სტუდიოს Mastercard World Elite ბარათის მფლობელები, კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებენ.

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ლიბერთი ბანკთან და წელს, სტუდიო ლიბერთი იქნება საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალის სტრატეგიული პარტნიორი.

18 ივნისს აღინიშნება მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღე და მეორე წელია, რაც საქართველოც შეუერთდა აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებას.

მეტად სიმბოლურია ის, რომ სწორედ 18 ივნისს, ბოდბეში გაიხსნება გასტრონომიული კვირეული და Tbilisi Gastro Week-ის ფარგლებში, საქართველო მსოფლიოში ცნობილ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფებს და კულინარიულ ექსპერტებს უმასპინძლებს,“

– ირაკლი ნადარეიშვილი, Tbilisi Gastro Week-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი.

„სტუდიო ლიბერთის სახელით ვულოცავთ Tbilisi Gastro Week-ის გუნდს ფესტივალის გახსნას.

მოხარულები ვართ, რომ Mastercard-თან ერთად, სტუდიო ლიბერთი არის საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალის – Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორი.

ჩვენთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ ასეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინიციატივას და აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ჩვენს მომხმარებლებს – სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს – განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ.

ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც მსოფლიო გასტრონომიული ტურიზმის გამორჩეული მიმართულების ჩამოყალიბებაში,“

– ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“სტუდიო ლიბერთი” ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა – პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე.

სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას.

ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge

აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები