დავით მათიკაშვილი: არცერთი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანა არ მოითმენს როგორც პოლიციელზე ძალადობას, ასევე ბაკქანალიის მოწყობის მცდელობას, რაც დღეს ათეულობით რადიკალმა აქტივისტმა შეეცადა მოეწყოთ სასამართლო შენობაში
არცერთი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანა არ მოითმენს როგორც პოლიციელზე ძალადობას, ასევე ბაკქანალიის მოწყობის მცდელობას, რაც დღეს ათეულობით რადიკალმა აქტივისტმა შეეცადა მოეწყოთ სასამართლო შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს.
„არცერთი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანა არ მოითმენს როგორც პოლიციელზე ძალადობას, ასევე ბაკქანალიის მოწყობის მცდელობას, რაც დღეს ათეულობით რადიკალმა აქტივისტმა შეეცადა მოეწყოთ სასამართლო შენობაში. ყველა ასეთი მცდელობა იქნება კანონის მხრიდან სათანადოდ პასუხგაცემული. პირველი ბრალეულობაა იმ ახალგაზრდის, რომელსაც სავსებით სამართლიანად პოლიციელზე თავდასხმის და ძალადობის გამო მიესაჯა ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ გამოუცხადა, ბრალეულობა ასევე მიუძღვით იმ რადიკალ პოლიტიკოსებს, რომლებიც აწყობდნენ ძალადობრივ აქციებს, ასევე დიპლომატებს, ელჩებს, რომლებიც არ ემიჯნებიან ძალადობას და თავისი პირდაპირი განცხადებებით, ან სიჩუმით ახალისებენ ამ ყველაფერს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.