რუსეთი ნატოს ყველა ქვეყანაზე მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს და აგრესორი სახელმწიფო ამას გაცილებით სწრაფად აკეთებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რუსეთი სამ თვეში იმდენს აწარმოებს, რამდენსაც მთელი ნატო ერთ წელიწადში“, – აღნიშნა რუტემ.
მანვე დასძინა, რომ რუსული სამხედრო მანქანა არ ნელდება, არამედ იმპულსს იძენს.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთი ასევე აქტიურად აღადგენს თავის სამხედრო პოტენციალს და ამაში მას ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ეხმარებიან.