სეტყვა, ელჭექი, ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია ინფორმაციაში.