“დასანანია, რომ ევროპარლამენტის დამფუძნებლებიდან ჩამოვლაბორანტდით ისეთ ყოფილ კომუნისტამდე, როგორიც რასა იუკნევიჩიენეა” – მახაშვილი
“დასანანია, რომ ევროპარლამენტის დამფუძნებლებისგან ჩამოვლაბორანტდით ისეთ ყოფილ კომუნისტამდე, როგორიც რასა იუკნევიჩიენეა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა,
„კონტექსტი მნიშვნელოვანია, სად გააკეთა მარტა კოსიმ განცხადება. მან ეს განცხადება რასა იუკნევიჩიენესა და მისი კოლეგების საქართველოში ყოფნის თაობაზე გააკეთა. ამაზე ანდაზა გამახსენდა, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. ადამიანი, რომელიც თბილისში ჩამოიპარა, რამდენიმე ენჯეოში მიიპარა, მათსავე დაფინანსებულ მიტინგზე გამოვიდა და შემდეგ ბრიუსელში გაიპარა, მინიმუმ ღიმილისმომგვრელია მარტა კოსის კომენტირება. ვინმეს თუ ადამიანის უფლებები აინტერესებს, პირადად მე შემიძლია, დიდი პატივისცემით მარტა კოსს და რასა იუკნევიჩიენეს ხონის ყოფილ დაწესებულებაში ვუმასპინძლო, რათა თავიანთი თვალით ნახონ, რა იყო ადამიანის უფლებები მანამდე და რა არის დღეს. ასევე განიხილონ ის, რომ იუკნევიჩიენეს მეგობარი სააკაშვილი ხუთვარსკვლავიანი სამედიცინო დაწესებულებიდან ხონის ყოფილ საპატიმროში გადავიყვანოთ, თუ ის მოდერნიზატორად და გმირად მიაჩნიათ. სამწუხაროდ, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ, ღიმილის მომგვრელია. დასანანია, რომ ევროპარლამენტის დამფუძნებლებიდან, დიდი მოაზროვნეებიდან, ჩამოვლაბორანტდით ისეთ ყოფილ კომუნისტამდე, როგორიც იუკნევიჩიენეა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ევროპარლამენტს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი რასა არ არის, მაგრამ ამ პარლამენტის სახეა“, – განაცხადა მახაშვილმა.