დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ შორის, მხარდაჭერის კუთხით
“რადიკალური ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ შორის, მხარდაჭერის კუთხით,“- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას 0-თან მიახლოებული რეიტინგი აქვს
“რადიკალური ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ შორის, მხარდაჭერის კუთხით. ბუნებრივია, საზოგადოების მხრიდან, ბოლო წლების მანძილზე, ასეთი დაბალი რეიტინგი, რომელიც 0-თან არის მიახლოებული, რადიკალებს არ ჰქონიათ, შესაბამისად შედეგი არჩევნებზე იქნება ერთი, ცალსახა, 64-ვე მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და მძიმედ დამარცხდებიან რადიკალები. წართმევაზე რაიმე ფორმით საუბარი ღიმილის მომგვრელია. ისინი თუ ვინმეს რამეს წაართმევენ, თუ კი მიიღებენ მონაწილეობას, ერთმანეთთან გადანაწილდნენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.