იანოშ ბოკა – ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ

გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ დარშიც და ავდარშიც, – ამის შესახებ უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარების და კადრების გადამზადების  გზით. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ ჩვენი მხრიდან  ერთგულების დასადასტურებლად.

„ნება მომეცით, გადმოგცეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის და უნგრეთის მთავრობის მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ვრცელდება ყველა სფეროზე. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა სამჯერ გაიზარდა. 130-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს უნგრეთის უნივერსიტეტებში ჩვენი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარების და კადრების გადამზადების გზით. გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ. თქვენს გვერდით ვართ დარშიც და ავდარშიც. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩვენი ერები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ორივემ ვიცით, რომ ეს იოლად მოსაპოვებელი არ არის და არც უფასოა. ორივე თაყვანს ვცემთ ჩვენს ფესვებს და ფასეულობებს. ორივე, ევროპელი ერი ვართ არა იმიტომ, რომ ეს  ვინმემ დაგვიდასტურა, არამედ იმიტომ, რომ ეს ასეა, ათასწლეულებზე მეტი ხანია. ამაყი ქვეყნები ვართ და გვინდა ასეთად დავრჩეთ. თავისუფლების ორი კუნძული ვართ ძველი ახალი იმპერიების ოკეანეში. ჩვენ ხელს ვუწვდით ერთმანეთს, ვაშენებთ ხიდებს და მომავალს ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ ჩვენი მხრიდან  ერთგულების დასადასტურებლად. დაე, თვალწარმტაც ქვეყანაში, სახელად საქართველო, იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა. მრავალჟამიერ არსებობდეს ამაყი ქართველი ერი! დაე, ჩვენი პარტნიორობა გახდეს ძლიერი ყოველწლიურად“, – განაცხადა იანოშ ბოკამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები