ირაკლი კობახიძე: უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გავაჟღერე, მქონდა საშუალება, მესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკოსთან, მათ შორის კონგრესმენებთან იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის პოზიციებთან

მქონდა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გავაჟღერე ის გზავნილები, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრულ მხარეს კონფერენციის ორგანიზებისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვიქტორ ორბანს, რომელიც იყო მთავარი მასპინძელი, მასთან გვქონდა ასევე ორმხრივი შეხვედრის გამართვის საშუალება, ასევე ამ ფორმატში მქონდა იმის საშუალება, მესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკოსთან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის კონგრესმენებთან იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის პოზიციებთან. მთლიანობაში იყო საინტერესო ვიზიტი და მადლობა უნგრულ მხარეს ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები