“ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე” – შალვა პაპუაშვილი

“ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მხრივ მკაცრ პოლიტიკას ატარებს, როდესაც მათ შორის ვიზას უჩერებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ვიზის დანიშნულების მიხედვით იმყოფებოდნენ აშშ-ში, დაკავებულები არიან მთავრობის საწინააღმდეგო სხვადასხვა პროტესტებით”, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პოლონეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აქციებში მონაწილეობა შესაძლოა, საქართველოში შესვლაზე აკრძალვის საფუძველი გახდეს.

„მეორე მხრივ, გასაკვირია ამაზე ხაზგასმა და რაც მთავარია გასაკვირია რადიკალების რეაქცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ისეთი წარმოდგენაა, თითქოს თავისთავადი საკითხია, რომ უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ.

თუ ჰგონიათ რომ ყივჩაყების გუნდს ჩამოიყვანენ, რომ რაღაცნაირად შეავსონ მათი შეთხელებული რიგები, არ ვიცი ეს მიდგომები თუ აქვთ. როდესაც ვნახეთ, რომ უცხოელები იყვნენ ჩართულები საქართველოში რადიკალურ პროცესებში, ეს ერთ რამეს აჩვენებს – ეს არის ამ ქვეყნების ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკის გაგრძელება. როდესაც პოლონეთის მოქალაქე დაინახავს, რომ პოლონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, როდესაც ესტონეთი მოქალაქე დაინახავს, რომ ესტონეთის ელჩი ერევა შიდა საქმეებში, მასაც ჰგონია, რომ თავისთავადი არის ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და სხვა საზოგადოებას თავს მოახვიო შენი პოლიტიკური მოსაზრებები. ასე არ არის აწყობილი სამყარო და ამას არ გულისხმობს სუვერენიტეტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები