ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
12:00-დან 16:00 საათამდე ბაღში მოსულ ვიზიტორებს ეკოშემეცნებითი აქტივობები, მცენარეების დარგვის მასტერკლასი, ჯამბაზის წარმოდგენა, ხატვის მასტერკლასი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელოდებათ.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის იქნება უფასო.