აშშ-ის სახაზინო მდივანი: ალასკაში, ტრამპი პუტინს სანქციებთან დაკავშირებით წინადადებას წარუდგენს

ალასკაში მოლაპარაკებების დროს დონალდ ტრამპი აპირებს ვლადიმერ პუტინს ნათლად აუხსნას, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება ან შესუსტება, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა Bloomberg Television-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპი გეგმავს ალასკაში პუტინს აუხსნას, რომ „ყველა ვარიანტი განიხილება“ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების პოტენციურად შემსუბუქებასთან ან გამკაცრებასთან დაკავშირებით.

„სანქციები შეიძლება გამკაცრდეს, შეიძლება შესუსტდეს, შეიძლება მოქმედების გარკვეული ხანგრძლივობა ჰქონდეთ. ისინი ნამდვილად შეიძლება კიდევ გაგრძელდეს“, – თქვა მან და დასძინა, რომ ახალი დარტყმა შესაძლოა, კერძოდ, რუსეთის ჩრდილოვან ტანკერებს მიადგეს.

როგორც შეერთებული შტატების სახაზინო მდივანმა აღნიშნა, ევროპელები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებში აშშ-ს უნდა შეუერთდნენ, რათა მოსკოვის წინააღმდეგ მეტი ბერკეტი შექმნან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები