პაატა სალია: მიმდინარე წლის განმავლობაში სამი ახალი იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება
„მიმდინარე წლის განმავლობაში სამი ახალი იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონებში აქტიურად ხორციელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა.
,,პირველ რიგში ეს არის გლდანში არსებული იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება და მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რომლის მიღება შესაძლებელია ცენტრალურ იუსტიციის სახლში.
რეგიონებში აქტიურად ხორციელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა და წლის ბოლომდე ორი ახალი იუსტიციის სახლი იქნება დასრულებული“, – აღნიშნა სალიამ.