კახა კალაძე: ვახტანგ გომელაური  ღირსეული ადამიანია და იგი ღირსეული მინისტრი იყო

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის  ღირსეული მინისტრი იყო.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გომელაურის  ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობის არიდება მოხერხდა.

„ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც, უშუალო ჩართულობითა და მისი ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე სცენარი თავიდან აარიდა ქვეყანას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის და წარმატება ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში. ის, მართლაც, ღირსეული ადამიანია, ღირსეული მინისტრი იყო, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა შს ახალ მინისტრს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები