“ტრამპის მისალოც წერილს რაც შეეხება – მე ფრთხილი ოპტიმიზმით მოვეკიდებოდი ამ წერილს და მის შესაძლო შედეგებს – ამ წერილს არც გავაზვიადებდი და არც დავაკნინებდი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“არ დავაკნინებდი, რადგან ცალსახად, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და იმედი გვაქვს, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის უაზრო პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც ეხება მთავრობის ვითომ აღიარება – არაღიარებისა და ლეგიტიმაცია მიცემა-არ მიცემის საკითხს. მეორეს მხრივ, არც გავაზვიადებდი ამ წერილის მნიშვნელობას იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კარგი პირველი ნაბიჯი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს აშშ-ის ახალ პოლიტიკაში,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.