ლევან მაჭავარიანი აქციაზე რასა იუკნევჩიენეს გამოსვლაზე: ეს ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ძველი მეგობარია და ჰგონია, რომ აქ თავისი ჩამოსვლით შეცვლის განწყობებს ჩვენს საზოგადოებაში
,,ეს ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობარია, შესაბამისად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ძველი მეგობარია და ჰგონია, რომ აქ თავისი ჩამოსვლით შეცვლის განწყობებს ჩვენს საზოგადოებაში”,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე, რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს გამოსვლას.
მისივე თქმით, აღნიშნული პიროვნებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება ნათელია.
„ქალბატონი რასას მიმართ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება კარგად ვიცით. მსუბუქად რომ ვთქვათ, ნამდვილად არავის უხარია მისი ჩამოსვლა. ეს ქალბატონი იქცა ჩვეულებრივ ფაშისტად ისეთ განცხადებებს აკეთებს. სცენიდან მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს, რადგან ვიცით, რომ ეს ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობარია, შესაბამისად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ძველი მეგობარია და ჰგონია, რომ აქ თავისი ჩამოსვლით შეცვლის განწყობებს ჩვენს საზოგადოებაში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.