ლევან მაჭავარიანი – ევროპული ქვეყნების ლიდერების განცხადებაზე: მინდა გამოვყო ის, რომ ძალიან გული დაწყვიტეს ჩვენს ოპოზიციას, როდესაც ხელისუფლებას მოგვმართეს ამ წერილით, ხაზგასმით ვამბობ, ხელისუფლებას
მინდა გამოვყო ის, რომ ძალიან გული დაწყვიტეს ჩვენს ოპოზიციას, როდესაც ხელისუფლებას მოგვმართეს ამ წერილით, ხაზგასმით ვამბობ – ხელისუფლებას, – ასმი შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული ქვეყნების ლიდერების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის ეს შოკის მომგვრელი იყო და სავარაუდოდ სწორედ ამ სიტყვებს გლოვობენ.
„მინდა გამოვყო ის, რომ ძალიან გული დაწყვიტეს ჩვენს ოპოზიციას, როდესაც ხელისუფლებას მოგვმართეს ამ წერილით, ხაზგასმით ვამბობ – ხელისუფლებას. ეს ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, შოკის მომგვრელი იყო და სავარაუდოდ, ძალიან გულდაწყვეტილები არიან, გლოვობენ სწორედ ამ სიტყვებს. თუმცა, ჩვენ ძალიან ბევრჯერ გაგვისვამს ხაზი, რომ ჩვენ არავის ლეგიტიმაცია არ გვჭირდება, ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, ვინც მხარი დაგვიჭირა ჩვენ, იმ გატარებული პოლიტიკის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, მით უმეტეს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში და ესეც პირდაპირ ბმაში არის ამ დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან, ვინაიდან ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, მსუბუქად რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვახსოვს და მე მგონი ყველა ამაში დამეთანხმება და ჩვენი მოსახლეობა ატყობს იმას თუ რა ძვირი გვიჯდება ეს ყველაფერი, თუ როგორი დისკომფორტია, თუ რამდენ წნეხს და ზეწოლას ვუძლებთ. მაგრამ, სიტყვას ვაძლევ ჩვენს მოქალაქეებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს წნეხი და როგორც არ უნდა გაორმაგდეს შანტაჟი უაზრო სანქციებით და ა.შ. ჩვენ ამ კურსს არ გადავუხვევთ, ხაზგასმით ვამბობ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.