იცხაკ ჰერცოგი – მიხეილ ყაველაშვილს: ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. აქ, იერუსალიმში, ჩვენ საქართველოსთან არსებულ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ღრმად ვაფასებთ, რადგან არაერთი საერთო გეოპოლიტიკური ინტერესი გვაკავშირებს. ვაპირებ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი დრო გამოვიყენო იმისთვის, რომ გავაგრძელო მუშაობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული გაცვლა“, – აცხადებს იცხაკ ჰერცოგი.
მისი თქმით, ისრაელისა და საქართველოს მოსახლეობას შორის ისტორიული კავშირები არსებობს.
„პოლიტიკის მიღმა, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირი არსებობს. საქართველოს ძლიერი ებრაული საზოგადოება და ქართული წარმოშობის ებრაელები ჩვენი ორი ერის დამაკავშირებელ ცოცხალ ხიდს წარმოადგენენ და ჩვენს მეგობრულ კავშირებს აძლიერებენ. კიდევ ერთხელ, ამ დღესასწაულისა და სიამაყის დღეს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა. მომავალი წელი თქვენი ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს“, – აღნიშნავს ისრაელის პრეზიდენტი.