“მსურს, მივულოცო ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; ეს არის დღე, რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს და ჩვენი ისტორიის უდიდესი მონაპოვარია” – ალექსანდრე წულაძე
“პირველ რიგში, მსურს, მივულოცო ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეს არის დღე, რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს და ჩვენი ისტორიის უდიდესი მონაპოვარია”, – ამის შესახებ განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე აცხადებს.
” მსურს, მათ შორის მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციისა თუ ოკუპაციის გამო, საქართველოში არ არიან, ასევე მინდა მივულოცო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს დღევანდელი დღე”, – აღნიშნავს მინისტრი.
თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეებთან ერთად, იკრიბებიან მინისტრებიც, რომლებიც საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან.