“ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასა და ბედნიერებასთან ასოცირდება” – თამაზ იორაშვილი

“პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”, – ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თამაზ იორაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა.

“ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასა და ბედნიერებასთან ასოცირდება.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ხონში, სადაც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, დაგეგმილია ბევრი საინტერესო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/ გაყიდვა, კულინარიული სივრცეები მასტერკლასებით, ასევე გვექნება სამხედრო ტექნიკის დათვალიერების საშუალება, ხოლო დღის ბოლოს გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. ასე რომ, ყველას გეპატიჟებით, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!”, – აცხადებს თამაზ იორაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები