“გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით” – ივანე ჩხაიძე

“გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით”, – ამის შესახებ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაკლები იყო მოლოდინი, რომ გრიპის ვირუსი მაისში იქნებოდა.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ 23% არის გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში. ეს ეხება გრიპისმაგვარ დაავადებებს, რომელიც იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. 23% საკმაოდ მაღალია. ეს 23 % განპირობებულია A ტიპის ვირუსით. B ტიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა.

მძიმედ მიმდინარე გრიპი, გრილი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, საავადმყოფოში დაყოვნება, გართულებით მიმდინარეობს მეცხრამეტე კვირას აღარ ყოფილა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით. ეს ვირუსია დომინანტური ახლა კლინიკებში. ბავშვები, რომლებიც ძირითადად არიან ჰოსპიტალიზებულები, ამ ვირუსით არიან ინფიცირებულები.

მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი. ივნისიდან-ოქტომბრის ჩათვლით, გრიპის ვირუსი არ უნდა ფიქსირდებოდეს. კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა კიდევ იგრძნობა, შესაძლებელია, გრიპის სეზონის ცოტა გახანგრძლივება“, – აღნიშნავს ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები