რაჟდენ კუპრაშვილი: „ფარას“ კანონით არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვებზე, პირიქით, ის უფრო გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რასაც დონორი ორგანიზაციები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში
“კანონი, რომელიც „ფარას“ სახით არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს დონორ ორგანიზაციებს, ჰქონდეთ უფრო მჭიდრო, გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ცოდნას სძენს ჩვენს მოქალაქეებს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში”, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
კუპრაშვილი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს საელჩოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.
მისი განმარტებით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, ანუ „ფარას“ კანონი, ამოქმედდება 31 მაისიდან.
„დღეს ჩვენ ვხვდებით საელჩოების, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებს და ამ სამუშაო შეხვედრის ფორმატში განვიხილავთ ამ კანონის ამოქმედების მექანიზმებს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი, რომელიც „ფარას“ სახით არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს დონორ ორგანიზაციებს უფრო მჭიდრო, გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ცოდნას სძენს ჩვენს მოქალაქეებს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში. რაც შეეხება თქვენს აღნიშვნას, რომ კანონი თითქოს რომელიმე ორგანიზაციას შეზღუდავს, ასე არ არის, პირიქით, გამჭვირვალე სამუშაო პროცესი ხელს შეუწყობს ყველა ამ ორგანიზაციის საქმიანობას და უკეთ წარმოჩნდება ის პროექტები, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ცოდნა და ინფორმაცია, თუ რა პროექტები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკას.
ფარას“ კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და არანაირად არ არის კავშირში რაიმე სახის შეზღუდვასთან. „ფარას“ კანონი შეიძლება, შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციას, ფიზიკურ პირებს, ეს არის უკვე სამუშაო პროცესში განსასაზღვრი, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, ვის შეეხება, უბრალოდ, ითვალისწინებს ორ გარემოებას, ერთი, რომ უცხოურ დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად, ის პოლიტიკურ საქმიანობას, რასაც კანონი განსაზღვრავს. აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ის კიდევ უფრო გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ცოდნა, უცხოური ორგანიზაციების ხელმძღვანელების დავალებით რა პროექტები ხორციელდება საქართველოში, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.