ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე პრეზიდენტს, მატეო პატრონეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი, თურქეთისა და კავკასიის მიმართულებით ელიზაბეტა ფალჩეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია, სლოვაკეთის რესპუბლიკა, საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორი ტამას ვოჟნიტი.

„ქართული მხრიდან – ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

ქართული დელეგაციის წევრებმა  ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი.

მიმოიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები, განსაკუთრებით, კერძო სექტორში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები