“კიევის და დონბასს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთი გარანტად იქცევა”

რუსეთს შეუძლია გარანტად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ კიევს და დონბასს შორის სამშვიდობო შეთანხმება საბოლოოდ იქნება მიღწეული. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა. ივანოვმა ასევე ომის განახლების საშუალება და უკრაინული ჯარის მიერ ძალების გაზრდა არ გამორიცხა. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხდებითვე, მათ უკრაინის მთავრობის ჯანსაღი აზროვნების იმედი აქვთ. „იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო შეთანხმებები იქნება მიღწეული, რუსეთი გარკვეული ფორმით გარანტად შეიძლება იქცეს. ასეთი რამ ხდება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში“, – განაცხადა ივანოვმა. გარდა ამისა ივანოვის თქმით, რუსეთი უახლოეს მომავალში კონფლიქტის დარეგულირებას ხელს უწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები