ნეპალში 4 ალპინისტი დაიღუპა
ნეპალში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 4 ალპინისტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ერთი ნეპალელი ალპინისტი, პოლონეთის 2 მოქალაქე, 1 ისრაელის მცხოვრები და 1 ნაპალელი ემსხვერპლა. „ჩვენ 4 ისრაელის მოქალაქის, 4 პოლონელის და 1 ნეპალელის გადარჩენა მოვახერხეთ“, – განაცხადა რაიონ მუსტანგის უფროსმა ოფიცერმა ბაბურამ ბხანდარიმ.
უცხოური პრესის ცნობით, ცენტრალურ ნეპალში უღელტეხილ ტორანგ-ლასკენ 168 ალპინისტი მიემართებოდა. უღელტეხილი – სამთო მასივის ანაპურნას პოპულარული ალპინისტური მარშრუტის ნაწილია. ცუდი ამინდის გამო ჯგუფთან კონტაქტი შეწყდა. უბედური შემთხვევა ციკლონმა „ხუდხუდმა“ გამოიწვია.