დღეს მარიუპოლში გლოვის დღეა
მარიუპოლში გლოვის დღეა. სოფელ სარტანაში „ბოევიკების“ სროლის შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პატივს მიაგებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს, სარტანაში „გრადიდან“ სროლის შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. „მარიუპოლის საქალაქო საბჭო დაღუპულების ნათესავებს და ახლობლებს გულწრფელ მწუხარებას უცხადებს“, – ნათქვამია შეტყობინებაში.