ბრიტანულ ბრისტოლში უკრაინის ანტიფაშისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
ქალაქ ბრისტოლის საზოგადოებრივი ორგანიზაციამ „Bristol Ukraine Anti Fascist Solidarity“ ანტიფაშისტური მიტინგის ჩატარების შესახებ განაცხადა. მიტინგი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება. გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგის მსვლელობისას, უკრაინაში განვითარებული მოვლენების თვითმხილველი მარსელ კარტიე გამოვა სიტყვით. ორგანიზაცია „Bristol Ukraine Anti Fascist Solidarity“ 2014 წლის ივნისში შეიქმნა და ეროვნული კამპანიის „უკრაინაში ანტიფაშისტური წინააღმდეგობის სოლიდარობის“ ნაწილია.