ობამა ევროკავშირის ლიდერებთან დღეს უკრაინის მოვლენებს განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ევროკავშირის ლიდერებთან ვიდეოკონფერენციას გამართავს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ობამა გამართავს მოლაპარაკებებს ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ლიდერებთან. თეთრი სახლის პრესსამსახურის მონაცემებით, აშშ-ს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან რამდენიმე საკითხზე – უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ებოლას ვირუსზე და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ ბრძოლაზე ისაუბრებს. გარდა ამისა, ობამა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების რეალიზების მიზნით რუსეთის სტიმულირების ძალისხმევის საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები