ლუგანსკის ოლქში ეროვნული გვარდიის 100-ზე მეტი მებრძოლი ალყაში მოყვა

ლუგანსკის ოლქში, დასახლებულ პუნქტ ბახმუტკასთან ალყაში ეროვნული გვარდიის 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და მებრძოლე მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ამ ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების და „ტერორისტების“ შეტაკებები გრძელდებოდა. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ეროვნული გვარდიის სამხედროების და მებრძოლების მდგომარეობა კრიტიკულია. ზოგიერთი ძალოვანი ტყვედაა აყვანილი. ცნობილია, რომ სამხედროების პოზიციებს ცეცხლი „დონის ჯარებმა“ გაუხსნეს, რომლების „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლებს არ ემორჩილება. „დონის ჯარი“ მოქმედებს თვითნებურად.
გავრცელებული ინფორმაციით, ბახმუტკასთან 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები