მედვედევი: ამ ეტაპზე სანქციებისგან ზარალი არ მიგვიღია, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც დავზარალდებით

„ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ირგვლივ სიტუაციას ჯერჯერობით სერიოზული ზარალი არ მოუტანია“, – ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ამერიკულ ტელეკომპანია „CNBC“ -სთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ევროკავშირთან ნორმალური ვაჭრობით დაინტერესებულია, ხოლო სანამ ორივე მხარე არ დაზარალებულა, საჭიროა არსებული სანქციების გადახედვა.
„ამ ეტაპზე ამ სანქციებს არ დავუზარალებივართ, მაგრამ თუ გულწრფელად და ღიად ვისაუბრებთ, ის ადრე თუ გვიან იქნება და ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ნორმალური სავაჭრო ურთიერთობებით ნორმალურ ინვესტიციებში, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, თუ ვინმე მიდის, მის ადგილს აუცილებლად სხვა იკავებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფით, პრინციპში სიტუაციის გარდატეხა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა მიწაზე დაშვება. უნდა მყარად, ორივე ფეხით დადგე და რაციონალური პოზიცია დაიკავო“.
ამის გარდა, მედვედევმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებასა და დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობას შორის ნორმალური ურთიერთობა ნარჩუნდება.
„ყველა ლიდერთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვიცი, რომ პრეზიდენტ პუტინსაც ასევე ყველასთან კარგი ურთიერთობა გააჩნია“. მედვედევი აგრეთვე მიიჩნევს, რომ პირადი ურთიერთობების და რეალური ეკონომიკის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. „ჩვენ შეიძლება ყოველ მეორე დღეს ვურეკოთ ერთმანეთს და საახალწლო მისალოცები ვგზავნოთ“, – დასძინა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები