აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე დაღესტანი-კახეთს შორის გზის აშენების საკითხს განიხილავენ

რუსული გამოცემა „ვესტნიკ კავკაზი“ ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხვალ დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დაღესტანსა და კახეთს შორის ახალი გზის აშენების საკითხი იქნება განხილული.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, თუმცა ახალი გზის აშენების ცნობები მას მხოლოდ პრესიდან აქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა ხვალ, 16 ოქტომბერს გაიმართება. „ვესტნიკ კავკაზის“ ინფორმაციით, ავარო-კახეთის გზის მსენებლობის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში არსებობდა, დაღესტნის 4 მთიანი რაიონის გავლით გზატკეცილის გაყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები