ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში 39 ათასამდე ადამიანი დაბრუნდა

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის ხელისუფლებაში დაბრუნდა, შეერთებული შტატებიდან მექსიკაში 38 757 ადამიანი დაბრუნდა, რომელთა უმეტესობა მექსიკის მოქალაქეა, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობის დაკავების შემდეგ, 38 757 ადამიანი დააბრუნეს, რომელთაგან 33 311 მექსიკელია, ხოლო 5 446 უცხოელი.

მექსიკაში ჩრდილოეთის საზღვრის გავლით შესული უცხოელების უმეტესობა ნებაყოფლობით თანხმდება შემდგომ რეპატრიაციაზე – მათ სახლში დაბრუნების შემთხვევაში სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ და ისინი ან მათი ქვეყნების მიერ ორგანიზებული რეისებით, ან ზოგიერთ შემთხვევაში, მექსიკის საჰაერო ძალების თვითმფრინავებით უნდა დაბრუნდნენ“, – აღნიშნა შეინბაუმმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები