ვოლოდინი: ევროპაში რუსული აქტივების ჩამორთმევაში მონაწილეები ვალის ორმოში აღმოჩნდებიან

ევროპაში, რუსული აქტივების ჩამორთმევაში ჩართული ყველა პირი, მათ შორის ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, კაია კალასი, ვალებში აღმოჩნდება,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მანამდე კალასმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივების რეინვესტირებიდან ამოღებული შემოსავლიდან 80 მილიონი ევრო გადაურიცხა.

“ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, მათ შორის კალასი, ვალებში აღმოჩნდება. ნესტიანი და ცივია“, – წერს ვოლოდინი.

მან აღნიშნა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები სხვისი ფულისა და ქონების ძარცვისა და ქურდობისკენ მიდრეკილები არიან.

“გაყინული რუსული აქტივებიდან მოპარული შემოსავალი პროცენტით უნდა დაბრუნდეს”,- აღნიშნავს ვოლოდინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები