ზამურ ჭითანავა ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრის ბენეფიციარები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ.
“ზამურ ჭითანავამ დღის ცენტრი დაათვალიერა, არსებულ საჭიროებებს გაეცნო და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ბენეფიციარებს მხარდაჭერა აღუთქვა.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“, რომელიც ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.