ტრამპი: ირანის გამდიდრებულ ურანზე არც კი ვფიქრობ, ის ძალიან ღრმად არის დამარხული

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის არც კი ფიქრობს ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებზე, რომლის მოპოვებაც, ექსპერტების აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თეირანმა არ შეძლოს ბირთვული იარაღის დაჩქარებული ტემპით შექმნა.

„მე ამაზე არც კი ვფიქრობ. უბრალოდ ვიცი, რომ ის იმდენად ღრმად არის დამარხული, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება მასთან მიღწევა“, – განაცხადა ტრამპმა CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

„ის იქ, სიღრმეშია… ომის გარეშეც კი მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. ასე რომ… საკმაოდ უსაფრთხოა. თუმცა ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – დასძინა მან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ რეგიონიდან აშშ-ის აქტივების გაყვანას ჯერ არ აპირებს, რადგან ისინი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღსადგენად საჭირო იქნება. ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედგაცრუება ნატოს მოკავშირეების მიმართ, რადგან ისინი ამ ძალისხმევაში არ ჩაერთნენ.

„გარკვეულ მომენტში მე [აშშ-ის ძალებს] გამოვიყვან, ჯერ არა. თუმცა, ქვეყნები უნდა მოვიდნენ და იზრუნონ ამაზე. ირანი განადგურებულია“, – თქვა აშშ-ის ლიდერმა.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ომი დასრულდეს, ტრამპმა თქვა: „ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვიტყოდი, რომ გრაფიკს ორი კვირით ვუსწრებთ“.

მანვე დასძინა, რომ ომის შემდეგ ირანს „აღსადგენად 10 წელი დასჭირდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები