ირანი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ქვეყნებთან შეთანხმებისთვის მზადაა

ირანი მზადაა, ჰორმუზის სრუტის გამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმებები ევროპის, აზიის და არაბულ ქვეყნებთან დადოს.

ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული საინფორმაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ელიას ჰაზრატიმ განაცხადა.

“ირანს ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტეზე სისულელეებს ლაპარაკობს. დღეს ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ შესაძლოა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმება გამოვაცხადოთ. ჩვენ ევროპულ, აზიურ და არაბულ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ მისი გამოყენება, ჩვენთან შეთანხმების ხელმოწერისთვის მოვუწოდებთ“, – განაცხადა მან ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები