სანთებელას ისტორია — როგორ შეიცვალა ცეცხლის ანთების კულტურა
დღეს სანთებელა ჩვეულებრივი და ყოველდღიური ნივთია, მაგრამ მისი გამოგონება კაცობრიობის ტექნოლოგიურ პროგრესში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მისი წყალობით, ცეცხლის ანთება, რაც ოდესღაც ძალისხმევასა და დროს მოითხოვდა, წამიერი და მოსახერხებელი პროცესი გახდა.
უძველესი დროიდან ცეცხლი ადამიანისთვის გადარჩენის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ქვებს ან მშრალი ხის ნაწილებს უხახუნებდნენ. მოგვიანებით გაჩნდა სანათურები — ხელსაწყოები, რომელთა მეშვეობითაც, ცეცხლს ნაპერწკლით აღვივებდნენ.
XIX საუკუნის დასაწყისში განვითარდა ახალი იდეა — ცეცხლის ქიმიური გზით მიღება. 1823 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა, იოჰან ვოლფგანგ დობერაინერმა შექმნა პირველი ფუნქციონალური სანთებელა, რომელსაც „დობერაინერის სანთებელა“ ეწოდებოდა. ის წყალბადისა და პლატინის კატალიზატორის რეაქციას ეფუძნებოდა — წყალბადი პლატინის ზედაპირზე იმწამსვე აალდებოდა. თუმცა, დობერაინერის სანთებელა მძიმე, ძვირი და რთული მოსახმარი იყო, ამიტომ მისი ფართო გავრცელება არ მოხერხდა.

1820-30-იან წლებში გაჩნდა ქაღალდში გახვეული ქიმიური მასალები, რომლებიც ხახუნზე ალდებოდნენ, თუმცა ისინი ძალიან არასტაბილური იყო და ხშირად საფრთხესაც ქმნიდა.
1930-იან წლებში ამერიკულმა კომპანიამ — Zippo Manufacturing Company — შექმნა პირველი ნამდვილი, პრაქტიკული ჯიბის სანთებელა. Zippo-ს სანთებელები გამოირჩეოდა სიმტკიცით, ქარის მიმართ გამძლეობით და მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობით.
Zippo-მ და მასთან ერთად სხვა კომპანიებმა სანთებელა ფართოდ ხელმისაწვდომ, ყოველდღიურ ნივთად აქციეს.

დღეს სანთებელების უზარმაზარი არჩევანია:ბუტანის გაზზე მომუშავე პლასტმასის სანთებელები; ელეგანტური ლითონის მოდელები; ელექტრონული სანთებლები, რომლებიც ტრადიციული ცეცხლის გარეშე მუშაობს; მრავალჯერადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ვარიანტები და ა.შ. დროთა განმავლობაში, სანთებელა ბევრ კულტურაში მოდური ატრიბუტიც გახდა.