ყირგიზეთის საერთაშორისო ფესტივალზე გიო არაბულის ფილმს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა

 ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე  ჟიურის სპეციალური პრიზი – „ტრადიციების ერთგულებისთვის თანამედროვე კინემატოგრაფიაში” – გადაეცა გიო არაბულს, მოკლემეტრაჟიანი ფილმ „ალდის“ რეჟისორს, პოეტს.
„ვულოცავთ გიორგი არაბულს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ალდი” მე-13 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა და ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა „ტრადიციების ერთგულებისთვის თანამედროვე კინემატოგრაფიაში”.
ფილმი აჩვენეს იტალიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, პოლონეთის, პეკინის, რიგის, ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ბათუმის კინოფესტივალზე კი მთავარი პრიზი გადაეცა და გამარჯვებული გახდა“, – წერს გვერდი „ხევსურული პოეზია“.

გამარჯვებულები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები