სამხედრო, რომელიც 29 წლის განმავლობაში ტყეში იმალებოდა, გარდაიცვალა

   იაპონიაში გარდაიცვალა სამხედრო ჰიროო ონოდა, რომელიც 29 წლის განმავლობაში ტყეში იმალებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჯარისკაცმა არ იცოდა, რომ მეორე მსოფლიო ომი დასრულებული იყო. ფილიპინების კუნძულ ლუბანკზე მყოფმა ლეიტენანტმა მხოლოდ 1974 წელს მიიღო გადაწყვეტილება ჩაბარების შესახებ. ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდა საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. მაშინ ჰიროო ონოდა 52 წლის იყო. სამხედროს დარწმუნება მხოლოდ მისმა საველე მეთაურმა შეძლო, რომელიც ფილიპინებზე სპეციალურად ჩაიყვანეს. ჯარისკაცი ამტკიცებდა, რომ ტყეში მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მისი თანამებრძოლი იმალებოდა, თუმცა ისინი ონოდას არ გამოეხმაურნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები